ნაწამები ხალხი ციხეში, მკვლელობის მომზადებაში მხილებული "ტიტუშკები" კი თავისუფლებაზე

19.12.24 20:37
ნაწამები ხალხი ციხეში, მკვლელობის მომზადებაში მხილებული "ტიტუშკები" კი თავისუფლებაზე

 

ნაწამები ხალხი ციხეში, მკვლელობის მომზადებაში მხილებული ტიტუშკები კი თავისუფლებაზე. მოძალადეები, ვინც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ დანაშაულს აორგანიზებდნენ, არასრუწლოვანს თავს დაესხნენ და მოკვლით ემქურებოდნენ, მოსამართლემ  გირაოს სანაცვლოდ სახლში გაუშვა. პირველი ინტერვიუ "ტიტუშკებთან" "პირველებმა" ჩაწერა, რა დროსაც ისინი ვერ უარყოფენ, რომ ხალხს სასტიკად გაუსწორდნენ.  

ამ ამბის ყველაზე შოკისმომგვრელი ნაწილი კი მოსამართლის გადაწყვეტილებაა. ლევან გელოვანმა  მოძალადეებს შეღავათით სარგებლობის უფლება მისცა. პროკურატურა ბრალდებულებისთვის 3 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა, მაგრამ მოსამართლემ "ტიტუშკებს" ორი ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ოღონდ მანამდე ბრალდებულებს კითხა, ხომ არ ჰქონდათ რაიმე შენიშვნა პროკურატურის შუამდგომლობასთან.

დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები