"ჩვენი შვილების მომავალი გადასარჩენია" - თბილისში მამების მარში მიმდინარეობს
მამები შვილების დასაცავად რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში გავიდნენ - მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან უკვე დაიძრა.
სახლში ჯდომის დრო არ არის, ქვეყანა და ჩვენი შვილების მომავალია გადასარჩენი - ამბობენ საპროტესტო მარშის მონაწილეები და მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიდიან.
აქციაზე დგანან ისეთებიც, ვინც შვილების დასაცავად 9 აპრილსაც რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ.
მთელი საქართველოს ისტორია თავისუფლებისთვის ბრძოლა და ეს მიმდინარეობს ახლა. მე 9 აპრილსაც აქ ვიდექი და ახლაც აქ ვდგავარ", - ამბობსა აქციის მონაწილე.