ესპანეთში ქართველი მეზღვაური გარდაიცვალა
ესპანეთში ქართველი მეზღვაური გარდაიცვალა. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მეზღვაური ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.
ფაქტზე ინფორმირებულია საქართველოს საკონსულო ესპანეთში. მეზღვაურის გადმოსვენების პროცედურებს ახორციელებს სადაზღვეო კომპანია.