საქართველოს ევროპული მომავალი ისტორიული არჩევანია და ეს ვერასდროს შეიცვლება - ვლადიმერ ხუჭუა

19.12.24 23:48
საქართველოს ევროპული მომავალი ისტორიული არჩევანია და ეს ვერასდროს შეიცვლება - ვლადიმერ ხუჭუა

მე, როგორც მოსამართლე და მოქალაქე, ვადასტურებ და ცალსახად მხარს ვუჭერ, რომ საქართველოს მომავალი, განვითარების პერსპექტივა, მშვიდობა და კეთილდღეობა შესაძლებლი იქნება მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთის მიმართულებით, - ამის შესახებ თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროპული მომავალი ისტორიული არჩევანია, ბუნებრივი მდგომარეობაა და ეს ვერასდროს შეიცვლება.

რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს- ჩვენ თუ გვინდა სამართლებრივ და დემოკრატიულ ქვეყანაში  ცხოვრება კონსტიტუცია და კანონები უნდა იყოს უზენაესი. საქართველოს მოამავლი კონსტიტუციით უკვე განსაზღვრულია და ავალდებულებს ყველა კონსტიტუციურ ორგანოს, რომ მიიღოს ყველა ზომა, რათა უზრუნველყოს ევროინტეგრაცია. შესაბამისად, სამართლებრივი სივრცე ვერავის მისცემს იმის უფლებას, რომ რომელიმე კონსტიტუციურმა ორგანომ გადაუხვიოს ამ გზას. ამას ვადასტურებ და ცალსახად ვუჭერ მხარს. ჩვენ უკვე ვართ ევროპული სამართლებრივი სივრცის ნაწილი“, - განაცხადა ხუჭუამ. 

 

მსგავსი სიახლეები