“სხვანაირად არ შემიძლია, ვერ დავჯდები სახლში, ვერ ვიმღერებ“- ვერიკო ტურაშვილი
მომღერალი, ვერიკო ტურაშვილი მიიჩნევს, რომ ადამიანს თუ ადამიანური შეგრძნებები გააჩნია, შეუძლებელია ქვეყანასი მიმდინარე მოვლენებზე არ ჰქონდეს ძალიან მძაფრი და ემოციური რეაქცია.
როგორც მომღერალმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, 21 დღეა, შვილთან ერთად აქციაზე დგას და მეტი ვერაფერს აკეთებს.
სხვანაირად არ შემიძლია, ვერ დავჯდები სახლში, ვერ ვიმღერებ. გუშინდელ დღემდე ძალიან ვნერვიულობდი და რომ მივიღე გადაწყვეტილება, ამოვისუნთქე, მირჩევნია ვიყო მართალი საკუთარ თავთან, ხალხთან, იმ ადამიანებთან ვინც იქ დგას, იტანჯება, უკანონოდ არის დაკავებული, მათ მშობლებთან. მე ჩემი მხრიდან, სამწუხაროდ, ჯერ მეტი არაფერი შემიძლია და გავაუქმე ყვეალფერი და ამით დავისვენე“, - განაცხადა ტურაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან