ვფიქრობ, იმედის მომცემია სიტუაციაა ტრანსპორტის აღდგენაზე - თამარ გაბუნია

06.09.21 14:08
ვფიქრობ, იმედის მომცემია სიტუაციაა ტრანსპორტის აღდგენაზე - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, ინფორმაციით, პოზიტიური ეპიდვითარების არსებობის შემთხვევაში მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგება.

რამდენად დაგვჭირდება ჩვენ ტრანსპორტზე შეზღუდვის კიდევ მეტად გახანგძლივება, ამაზე ეპიდემიური სურათის ანალიზი გაგვცემს პასუხს. ჯერჯერობით ტენდენცია არის საკმაოდ პოზიტიური. ვფიქრობ, იმედის მომცემია სიტუაციაა ტრანსპორტის აღდგენაზე - განაცხადა თამარ გაბუნიამ.