ბოკერიას კლინიკაში კოვიდით 2 პაციენტი გარდაიცვალა
ბოკერიას კლინიკაში კოვიდ ინფექციით 2 პაციენტი გარდაიცვალა. საავადმყოფოს ხელმძღვანელის, ალექს ვაჩაძის, ინფორმაციით, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში ჯამრთელობის გართულებული მდგომარეობით შემოიყვანეს.
სამწუხაროდ, ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 2 პაციენტი. ძალიან მძიმე მდგომარეიობაში იყვნენ და დღეების განმავლობაში მათ გართულებულ მდგომარეობას ვმკურნალობდით. კლინიკა სავსეა, რეანიმაციული განყოფილებაში ადგილები უკვე შეივსო. - აცხადებს ბოკერიას კლინიკის ხელმძღვანელი.