გლდანის ციხეში პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა

06.09.21 15:04
გლდანის ციხეში პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა

გლდანის ციხეში, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში დადანაშაულებულმა პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა. ტარიელ დვალმა ადვოკატის თანდასწრებით ბასრი საგანი, სავარაუდოდ კალამი, მუცელში რამდენჯერმე ჩაირტყა.

ინცინდენტი რამდენიმე საათის წინ, დღის 12:00 საათზე, მოხდა. 

როგორც "პირველებს" დაკავებულის ადვოკატმა უთხრა, პროტესტის უკიდურეს ფორმას პატიმარმა "სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების" შემდეგ მიმართა. 

ადვოკატის თქმით, ინცინდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც დვალმა გაიგო, რომ უზენაესმა სასამართლოს ჯერ კიდევ არ მიუღია წარმოებაში პატიმრის საქმე. ტარიელ დვალს ორი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. პატიმარი კი საქმის გადახედვას უზენაეს სასამართლოში ითხოვს.