ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით ასრულებდა - 111 წლის ქალბატონმა რესპუბლიკური საავადმყოფო ყვავილებითა და აპლოდისმენტებით დატოვა

06.09.21 15:45
ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით ასრულებდა - 111 წლის ქალბატონმა რესპუბლიკური საავადმყოფო ყვავილებითა და აპლოდისმენტებით დატოვა

,,ექიმების ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით ასრულებდა" - რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის ინფორმაციით, ლეონიდა გვაჯავა ჯანგბადდამოკიდებული იყო, თუმცა ექიმების რეკომენდაციების შესრულების შედეგად სრულად გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან ამიტომ გამოწერეს.

ლეონიდა გვაჯავამ რესპუბლიკური საავადმყოფო 1 საათის წინ დატოვა. 111 წლის ქალბატონი, რომელმაც კორონავირუსი წარმატებით დაამარცხა, მკურნალმა ექიმემმა და კლინიკის მედპერსონალმა გამოაცილა.

რესბუბლიკურ საავადმყოფოში ახლა სამასამდე კოვიდინფიცირებულია, 80 პაციენტი წევს რეამინაციაში, აქედან ხუთის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა.