სისხლიანი გარჩევა ვაზისუბანში - დაჭრილია 41 წლის კაცი

06.09.21 17:10
სისხლიანი გარჩევა ვაზისუბანში - დაჭრილია 41 წლის კაცი

სისხლიანი გარჩევა თბილისში - ვაზისუბნის დასახლებაში  41 წლის კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაწრეს.

"პირველების" ინფორმაციით, თავდასხმას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება. თვითმხილველები ყვებიან, რომ მამაკაცი ფეხის არეში იყო დაჭრილი, სასწრაფომ კი ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118 (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღს შენახვა-შეძენა-ტარება) მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები