საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს - ავთანდილ ხურციძის დედა

06.09.21 17:23
საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს - ავთანდილ ხურციძის დედა

ჩემი შვილი, ავთანდილ ხურციძე, საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს - ამის შესახებ გამოძალვისა და თაღლითურ გარიგების ბრალდებით დაკავებული ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის, დედამ "პირველებთან" ინტერვიუში განაცხადა. 

მაყვალა ხურციძე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატების ციხეში მყოფ საქართველოს მოქალაქეს ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს. 

საქართველოს მთავრობა უნდა დახმარებოდა ჩემს შვილს და არა ამერიკა, ჩვენი ხელისუფლება არ დაეხმარა და სწორედ ამიტომ ამერიკას უხდის მადლობას.  ახლა გაახსენდათ?! ყაჩაღი ეგონათ... ავთოს ვადაზე ადრე ათავისუფლებენ, რადგან ციხეში კარგად იქცეოდა. საპყრობილეს მალე დატოვებს და სპორტსაც გააგრძელებს, თუმცა ის საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს"- ამბობს ხურციძის დედა. 

ქართველი მოკრივე ამერიკულ ციხეს ერთ კვირაში დატოვებს.

ავთანდილ ხურციძე საპყრობილეში თითქმის ხუთი წელია, იხდის სასჯელს. მას ბრალად რეკეტი და გამოძალვა ედება. ხურციძეს კრიმინალურ ავტორიტეტთან, რაჟდენ შულაიას, დაჯგუფებასთან კავშირსაც ედავებოდნენ. 

მსგავსი სიახლეები