მიცვალებული ადგა - გურიაში 87 წლის მარგო ბაღიშვილი ,,გაცოცხლდა"

06.09.21 18:40
მიცვალებული ადგა - გურიაში 87 წლის მარგო ბაღიშვილი ,,გაცოცხლდა"

გურიაში 87 წლის ქალი, რომელიც ოჯახს  გარდაცვლილი ეგონა, ,,გაცოცხლდა".  87 წლის მარგო ბაღიშვილის შვილები ტვ პირველთან ამბობენ, რომ წინა დღეს დედა სახლში გარდაცვლილი ნახეს, მას არც ერთი სასიცოცხლო ნიშანი არ აღენიშნებოდა. 

ოჯახმა ტრადიციის მიხედვით, პანაშვიდი გამართა. მაშინ, როცა ცხედრის მოსათავსებლად მაცივარი უნდა მოეტანათ, შვილი შევიდა სასტუმრო ოთახში და დედა წამომჯდარი ნახა. 

მარგო ბაღიშვილი ამბობს, რომ არაფერი ახსოვს.