„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს

06.09.21 23:06
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს

წყალმომარაგების კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", დღეს ვარკეთილში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ცეცხლი კომპანიის ტერიტორიაზე არ გაჩენილა.

„დღეს ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ერთ-ერთი სადგური იწვის სიმართლეს არ შეესაბამება. ხანძარი გაჩნდა გახოკიძის ქუჩა N146-ის გარე პერიმეტრზე, დაიწვა ბალახის საფარი, რასაც არანაირი კავშირი არ ქონია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ობიექტთან. ჩვენი ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია”, - ნათქვამია განცხადებაში.