სვანეთში ტურისტი მამა-შვილი დაიკარგა
სვანეთში ტურისტი მამა-შვილი დაიკარგა. მოლდოველი ალპინისტები მწვერვალ უშბის დასაპყრობად იყვნენ წასულები. ინფორმაციას დაკარგულების ოჯახის წევრი ავრცელებს და ამბობს, რომ ბოლო კომუნიკაცია მატთან 28 აგვისტო ჰქონდა.
დაკარგული ტურისტების ძებნის ოპერაციაში სამაშველო ეკიპაჟები უკვე ჩაერთნენ. სამაშველო ოპერაციას ცუდი ხილვადობა ართულებს, რადგან ვერტმფრენის აფრენა ვერ ხერხდება.