"ოცნების" მორიგი პოლიტიკური თაღლითობა - პარლამენტი გენპროკურორის არჩევის წესს განიხილავს

07.09.21 11:38
"ოცნების" მორიგი პოლიტიკური თაღლითობა - პარლამენტი გენპროკურორის არჩევის წესს განიხილავს

პარლამენტი დღეს,  საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს. სხდომაზე პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები, შესაძლოა, გენერალური პროკურორის ახალი წესით არჩევასთან დაკავშირებული ნორმის გარეშე მიიღოს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ "ოცნება" შეთანხმებას ისევ არღვევს და არ აპირებს, რომ ცვლილებებში გაწეროს პროკურორის არჩევის წესის ცვლილების საკითხი. ოპოზიციაში ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარს მაინც  დაუჭერენ, რადგან პროექტი არ  გულისხმობს მხოლოდ პროკურორის შერჩევის წესის დადგენას, არამედ ბარიერის დაწევას და ფრაქციის შექმნის წესის ცვლილებას.   

ეს არის კიდევ ერთგვარი დარღვევა იმ შეთანხმებისა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ჩვენ პარტნიორებთან დადო, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამ ცვლილებებში ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლის გამოც აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას ამ განხილვაშიც და მხარსაც დავუჭერთ", - თქვა ენმ-ს წევრმა, გიორგი ბოტკოველმა. 

 თუკი პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, ასეთ შემთხვევაში, მას სრული შემადგენლობის უმრავლესობით დაამტკიცებენ. სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წელი იქნება. გენერალური პროკურორის 3/5-ის უმრავლესობით არჩევის საკითხი დღეს  პლენარულ სხდომაზე გადაწყდება.