ფოტოგრაფს, რომელიც ევროპულ აქციებს აშუქებს, ნიღბიანები თავს დაესხნენ
Girchi TV -ის ფოტოგრაფი, გიორგი მოსიაშვილი წერს, რომ ნიღბიანები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მოსიაშვილი აღნიშნავს, რომ მას თავადასმსხმელებმა სახელით მიმართეს და უთხრეს: "ახლა გადაიღე ხალხმრავალი ფოტოებიო"
ქუჩაში დამხვდა ვიღაც ნიღბიანი.
უკაცრავად, შენ მოსე არ ხარ? ( აქ მივხვდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო) დიახ - ვპასუხობ.
ხოდა ახლა გადაიღე ხალხმრავალი ფოტოებიო და გამომიქანა. ავიცილე, ერთი მოვარტყი და გაიქცა.
კარგად ვარ"- წერს ფოტოგრაფი.
რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის დროს პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და აქციის მონაწილეებს ე.წ ტიტუშკები თავს ესხმიანა და ფიზიკურად უსწორდებიან.
არცერთი ფაქტის გამოძიება ამ დრომდე არ მომხდარა.
გუშინ, 23 დეკემბერს ფოთში თავს დაესხნენ ჟურნალისტ ელისო ჯანაშიას. ჯანაშია მომხდარს მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს.