ჩემს გამონათქვამებს არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა, არ ვერევი პოლიტიკაში - ამირან გამყრელიძე

07.09.21 14:50
ჩემს გამონათქვამებს არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა, არ ვერევი პოლიტიკაში - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით,მედიაში მისი განცხადება არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა. გამყრელიძემ მისი ნათქვამი განმარტა და თქვა,  რომ ის პოლიტიკაში არ ერევა.

მე ვთქვი, რომ დღეს, სამწუხაროდ, კოვიდი გახდა ქვეყანაში პოლიტიკური დისკუსიების თემა. პოლიტიკოსები მეტ ყურადღებას ავლენენ კორონავირუსის, როგორც პოლიტიკური და არა როგროც ეპიდემიოლოგიური თემის მიმართ. ეს იყო ჩემი ნათქვამის არსი. ხშირად ვამბობ, რომ პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებ. განა იმიტომ, რომ არ შემიძლია. დიდი ხანია, უკვე აპოლიტიკური პიროვნება ვარ. ჩემთვის დღეს მთავარია, რომ ვიზრუნო მოსახლეობის ჯანმრთელობაზე – უკეთესი პრევენციული საშუალებები, უკეთესი აცრები, უკეთესად მართვა იმ პროცესების, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრს ევალება. არ ვერევი პოლიტიკაში და დამანებეთ, რა თავი. ჩემი ნათქვამის ინტერპრეტაცია კარგად გააკეთეთ… მე იქ ვთქვი, რომ ვართ უმცირესობაში, ანუ ვიგულისხმე რიცხობრივი უმცირესობა, გასაგებია? ოთხი მედიკოსი ზის საკოორდინაციო საბჭოზე. პირდაპირ გეტყვით, ჩვენს რეკომენდაციებსა და სიტყვას საკმაოდ მაღალი წონა აქვს საკოორდინაციო საბჭოში, მაგრამ საკოორდინაციო საბჭო ყველა გადაწყვეტილებას იღებს ბალანსის და კონსესუსის პრინციპით. საკოორდინაციო საბჭო ითვალისწინებს ქვეყნის ფისკალურ, ეკონომიკურ მდგომარეობას, ფინანსურ რესურსებს, სხვა ბევრ საკითხს. ამის მიხედვით ხდება დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ არაფერია გასაკვრი, თუ ყველა ჩემი რეკომენდაცია, რომელსაც კვირაში ერთხელ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამზადებს, არ იყო გათვალისწინებული. ამავე დროს, გიდასტურებთ, რომ ძალიან ბევრ ჩვენს რეკომენდაციას, მათ შორის არაპოპულარულს, რომელიც შესაძლოა, არ მოსწონს საზოგადოებას, საკოორდინაციო საბჭო ითვალისწინებს“, – თქვა  გამყრელიძემ.


 

მსგავსი სიახლეები