ამნისტიის კანონის ასეთი ფორმით მიღება მიუღებელია - აქცია პარლამენტთან

07.09.21 15:49
ამნისტიის კანონის ასეთი ფორმით მიღება მიუღებელია - აქცია პარლამენტთან

აქცია პარლამენტის წინ-სამოქალაქო აქტივისტები მესამე მოსმენით პარლამენტის მიერ მიღებულ ამნისტიის კანონს აპროტესტებენ.

ადგილზე ანტისაოკუპაციო მოძრაობის მონაწილეები და 20 ივნისს დაზრალებულები იმყოფებიან. სამოქალაქო აქტივისტები კიდევ ერთხელ ამბობენ,  რომ ამნისტიის ამ შინაარსით მიღება მათთვის კატეგორიულად მიუღებელია და პროტესტი გაგრძელდება.

დღეს მესამე მოსმენით განიხილა პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტი და დაამტკიცა. ამის გასაპროტესტებლად მოვედით პარლამენტის უკანა შესასვლელთან. თუმცა პოლიციელებს აქვთ უკანონო დავალება მიღებული, წაგვართვან ჩვენი კუთვნილი ნივთები. 

აქ რომ 5 ივლისს ამდენი პოლიციელი მდგარიყო, ლექსო ლაშქარავა ცოცხალი იქნებოდა. - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, ნოდარ რუხაძე.

მსგავსი სიახლეები