1965 შემთხვევა არ არის რეალური, შეფერხების გამო ყველა შედეგი არაა ატვირთული - ამირან გამყრელიძე

07.09.21 15:00
1965 შემთხვევა არ არის რეალური, შეფერხების გამო ყველა შედეგი არაა ატვირთული - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის დღევანდელი მონაცემები არასწორია, მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა. 

"გუშინ მთელი დღის განმავლობაში იყო სერიოზული შეფერხებები სერვერებზე, რომელთან კავშირი აქვს ჩვენს რამდენიმე პორტალს, მათ შორის ვაქცინაციისა და კოვიდის დიაგნოსტიკის პორტალს. ამის გამო არის, რომ ყველა შედეგი გუშინდელი არ არის ატვირთული. ეს შედეგები დღეს დღის განმავლობაში აიტვირთება და ხვალ ვნახავთ როგორი იქნება შემთხვევათა რაოდენობა",- თქვა ამირან გამყრელიძემ. 

დღევანდელი ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის  1965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

მსგავსი სიახლეები