პროტესტის 29-ე დღე ბათუმში - ზღვისპირა ქალაქში უამრავი ადამიანი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ისევ ქუჩაში დგას
პროტესტის 29-ე დღე ბათუმში - მთავრობის სახლის წინ და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარედ აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს ცოტა ხნის წინ გერმანული ენის სპეციალისტები შეუერთდნენ.
ზღვისპირა ქალაქში უამრავი ადამიანი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ისევ ქუჩაში დგას.
29-ე დღეა აქ ვდგავართ. ჩვენი მოტივაცია არის, რომ გავბიმარჯვოთ და ნამდვილად სახელოვნად გავიმარჯვებთ. ეს ქვეყანა ბიძნა ივანიშვილს მიტაცებული აქვს. ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ერთ კაცს არ ეკუთვნის, ის ეკუთვნის ქართველ ხალხს", - აცხადებს აქციის მონაწილე.