ვთხოვ ყველას, ვისაც ხელეწიფება, იქნებ დაპატიმრებულები დავაბრუნოთ სახლში, რომ ახალ წელს არ შეხვდნენ ციხეში - ფეტვიაშვილი
“მინდა ვთხოვო, ვისაც ეს ხელეწიფება, იქნებ ის ადამიანები, რომლებიც ახლა არიან ციხეში, დავაბრუნოთ სახლში, რომ ახალ წელს არ შეხვდნენ ციხეში“, - ამ განცხადებას მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი გადაცემა “რეაქციაში” აკეთებს.
მხატვარი ყველა მხარეს კონსტრუქციული ნაბიჯებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ “არც თანამდებობა, არც ფული და არც არაფერი ღირს, რომ შენ შენი ქვეყნის ინტერესი არ გაითვალისწინო“
ჩვენ ოპოზიციაში კი არა პოზიციაში ვართ, ჩვენ სინამდვილეში საქართველოს არჩეულ გზას მივყვებით, გვინდა ბოლომდე მივიყვანოთ, რათა ჩვენი შვილები, შვილიშვილები და ზოგადად, საქართველო იყოს დაცული და გარანტირებული რუსული ძალმომრეობისგან და იმ გარემო პირობებისგან, რომლებსაც აქამდე ქართველები ვებრძოდით, თუ შინაგანი, ასევე გარეგანი ძალებით.
ყველანი ერთნი ვართ და არის კიდევ დრო რომ კონსტრუქციული ნაბიჯები გადაიდგას და ისე გამოვიდეს ყველაფერი, როგორც ქართველ ხალხს უნდა. მშვიდობიანად, ლამაზად გადავარდეს ეს ყველაფერი და დალაგდეს სიტუაცია.
ყველა მინდა ვთხოვო: არასდროს დაგავიწყდეთ, რომ გულში მაინც თქვათ და ღმერთ სთხოვოთ, რადგან ღვთის ნების გარეშე ყველაფერი ფუჭია, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, რომ საქართველოს კონსტრუქციულად მოუწიოს ამ ყველაფრის მიღწევა. ბდნიერი ვიქნები, თუ მშვიდობით და კეთილად მოგვარდება ყველაფერი.
არც თანამდებობა, არც ფული და არც არაფერი, რომ შენ შენი ქვეყნის ინტერესი არ გაითვალისწინო“, - ამბობს ფეტვიაშვილი.