სად არის შანაეს მკვლელი? - DailyMail საქართველოში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ
ბრიტანული გამოცემა DailyMail საქართველოში ერთი თვის წინ მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ წერს და ინტერესდება, რატომ არ დადგინდა ამ დრომდე საქართველოში მცხოვრები მოკლული ავსტრალიელი შანაე ბრუკის მკვლელის ვინაობა.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ შემთხვევიდან 1 თვეზე მეტი გავიდა, თუმცა მკვლელი კვლავ თავისუფალია.
ბრიტანული გამოცემა მიუთითებს, რომ საქართველოში ძალადობრივი მოვლენები ხშირად ხდება და მაგალითად სტატიის ავტორს 5 ივლისის მოვლენები და ჟურნალისტებზე თავდასხმაც მოჰყავს.