არასამთავრობოებმა ცრუ მოწმე პოლიციელების ვინაობა გაასაჯაროეს

27.12.24 15:25
არასამთავრობოებმა ცრუ მოწმე პოლიციელების ვინაობა გაასაჯაროეს

არასამთავრობო ოგანიზაციების წარმომადგენლებმა საგანგებო ბრიფინგზე იმ პოლიციელების ვინაობა გაამხილეს, ვინც კონკრეტული აქტივისტების საქმეებში ცრუ მოწმეებად იყვნენ წარდგენილები.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა 4 მათგანი ჩამოთვალა და აღნიშნა, რომ  ცრუ მოქმე პოლიციელების შესახებ ინფორმაციას კვლავაც გაასაჯაროებს. 

„ქართული ოცნება” კვლავ აგრძელებს შინაგან სამინისტროს თანამშრომლების გამოყენებას იმისთვის, რომ მათ დაარღვიონ კანონი და ცრუ ჩვენებები მისცენ სამართლოს. ჩვენ ვაგრძელებთ ყველა ცრუ მოწმე პოლიციელების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას:

ოცნების ცრუ მოწმე პოლიციელები წამებისა და ძალადობის საქმეებში:
 

თეკლა ჯავახაძე, შსს (მაია გოგიძის საქმე)

ცოტნე მესხიშვილი, შსს ( მაია გოგიძის საქმე)

ლაშა ბერიძე, შსს ( ალექსანდრ დემიანენკოს საქმე)

ნუგზარ ტურაშვილი, შსს (ირაკლი ფიფიას საქმე)

 

მსგავსი სიახლეები