პრივილეგიები "ოცნების" მორჩილებს - ნოშრევან ნამორაძეს ცათამბჯენზე 6 სართულის დაშენების უფლებას აძლევენ
"ქართული ოცნების'' მაქებარი ბიზნესმენი და ღარიბაშვილის ნათელმირონი ნოშრევან ნამორაძე ჭავჭავაძის გამზირზე, სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე 59 სართულიან ცათამრჯენზე კიდევ 6 სართულის დამატებას ითხოვს. თბილისის მერმა მწვანე შუქი უკვე აუნთო, ახლა ჯერი საკრებულოზეა. მას შემდეგ, რაც ამბავი საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა გაახმაურა, დღვანდელ სხდომაზე ნამორაძის ახალი ბიზნეს გეგმის საკითხი გადაიდო.
ნოშრევან ნამორაძე იმ ბიზნესმენების სიაშია, რომლებსაც ,,ქართული ოცნება'' მორჩილებას და მხარდაჭერას ქალაქში ცათამბჯენების აშენების ნებართვებით უფასებს. სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორია ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ადგილას მდებარეობს. აქ 18 000 ვადრატული მეტრი მიწა ნოშრევან ნამორაძის საკუთრებაა. თავდაპირველად ამ ტერიტორიაზე 49 სართულიანი ცათამბჯენის პროექტი დამტკიცდა, შემდეგ 10 სართულის დამატების უფლება მისცეს, ახლა კი ღარიბაშვილის ნათელმირონს სურს, ჭავჭავაძის გამზირზე 65 სართულიანი შენობა ააშენოს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა თბილისის მერია და საკრებულო დედაქალაქში ქაოტურ მშენებლობებს მწვანე შუქს უნთებენ. ლაგუნა ვერეს ტერიტორია, სპორტის უნვიერსიტეტი, ყოფილი ვაგონშემკეთბელი ქარხნის ტერიტორია - ეს იმ პროექტების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ,,ქართული ოცნების" წევრებს ან მათთან დაკავშირებულ ბიზნესმენებს ეკუთვნით. ისინი, ვინც ,,ქართულ ოცნებასთან'' მჭიდრო კავშირშია, ივანიშვილის პარტიისგან სარგებელს იღებს, თუმცა ბიზნესი, რომელიც მათ აკრიტიკებს, "ქართული ოცნება'' შავ პიარს იწყებს.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.