"ოცნება" კრიტიკულად განწყობილ საჯარო მოხელეებს სამსახურებიდან უშვებს

27.12.24 21:36
"ოცნება" კრიტიკულად განწყობილ საჯარო მოხელეებს სამსახურებიდან უშვებს

 

 

სცენარი ყველა შემთხვევაში ერთი და იგივეა. შრომით ხელშეკრულებას ახალი წლიდან აღარ უგრძელებენ მათ, ვინც რეჟიმის წინააღმდეგ წავიდა, აქციებზე დადის და საჯარო მოხელეების საერთო განცხადებას ხელი მოაწერა. პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარება, ყველაზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს. მარიამ ბურჯანაძის დეპარტამენტს ჯერ 30 ახალი საქმე ჩააბარეს, მეორე დღეს კი სამსახურიდან გაუშვეს.

მედიატორად ვეღარ იმუშავებს დანაშაულის პრევენციის ცენტრში გიორგი აბულაძე. ხელშეკრულება მასაც შეუწყვიტეს. მიზეზებზე ხელმძღვანელობა არაფერს ამბობს. ამტკიცებენ, რომ საჯარო მოსამსახურეები პოლიტიკური დისკრიმინაციის მსხვერპლები არ არიან, მაგრამ სატელეფონო ზარით სახლში გაშვება გათავისუფლებულებისთვის სწორედ რეპრესიების დასტურია.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები