ცემა და სექსუალური შევიწროება ქალ აქტივისტებზე - ახალი და უმძიმესი მტკიცებულებები
ნათია ძიძიგური ერთ-ერთია იმ ქალ აქტივისტებს შორის, ვისზეც პოლიციამ ფსიქოლოგიურად იძალადა და სექსუალურად შეავიწროვა. ახალგაზრდა ქალი დამცირების, შეშინებისა და ტერორის მიზნით დაკავების მანქანაში მუხლებზე დაყენებული ატარეს. ძიძიგური იხსენებს, რომ მელიქიშვილის გამზირზე პოლიციის მაღალჩინოსანმა კაცმა დააკავა და შეაგინა, შეურაცხყოფა მანქანაშიც გაგრძელდა.
ნათია ძიძიგურის მსგავსად არაერთი ქალი აღმოჩნდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტერორის სამიზნე. მსხვერპლების მონაყოლით ირკვევა, რომ მათ გაუპატიურებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ - დამცირების მიზნით მათ უღებდნენ ვიდეოებს.
მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს მათ სასამართლო პროცესებზე მიყვანილი ცრუ მოწმე პოლიციელები. მათი გამოყენებით ცდილობს გომელაური ფორმალურად საქმეების მოგებას, თუმცა მათ არასამთავრობო ორგანიზაციები ამხელენ. მაია გოგიძის შემთხვევაში გომელაურმა პროცესზე თეკლა ჯავახაძე და ცოტნე მესხიშვილი გაგზავნა, რომლებსაც მის დაკავებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ. ცრუ მოწმეებად გააგზავნეს სასამართლო სხდომაზე ლაშა ბერიძეც და ნუგზარ ტურაშვილიც.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.