საზმაუსთან შეკრებილებს საჯარო მოხელეები შეურთდნენ - კიდევ ერთი საპროტესტო მსვლელობა თბილისში

27.12.24 21:27
საზმაუსთან შეკრებილებს საჯარო მოხელეები შეურთდნენ - კიდევ ერთი საპროტესტო მსვლელობა თბილისში

 

კალაძის უწყებასთან დაწყებული პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაგრძელდა. ამ წუთებში საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები და ის ადამიანები, ვინც საზმაუსთან დღის ეთერს ითხოვდა, ერთიანად პარლამენტისკენ მიემართებიან. 

ჩვენი მოთხოვნაა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გათავისუფდეს  ხელისუფლების კონტრილისგან და გახდეს ნამდვილად დამოუკიდებელი. ამისთვის აუცილებელია, რომ რუსმა პროპაგანდისტმა თავის შინაარსით და „ქართული ოცნების“ იქ დანიშნულმა აქტივისტმა ად პოლიტიკურმა პირმა ვასილ მაღლაფერიძემ დატოვოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და მთელმა მისმა გუნდმა იმისთვის, რომ ეს ტელევიზია გათავისუფლდეს რუსული პროპაგანდისგან, - ამბობს აქციის მონაწილე.  

ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას ჩართვაში.  

მსგავსი სიახლეები