"ბოლოს და ბოლოს... მთელი ევროპა უკვე აგვიანებს" - იუკნევიჩიანე ივანიშვილის სანქცირებაზე

27.12.24 23:38
"ბოლოს და ბოლოს... მთელი ევროპა უკვე აგვიანებს" - იუკნევიჩიანე ივანიშვილის სანქცირებაზე

"ბოლოს და ბოლოს! - ასე ეხმაურება  სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე  აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას.

მისი თქმით, "მთელი ევროპა უკვე აგვიანებს"

"ბოლოს და ბოლოს!

სანქციები ბიძინა ივანიშვილისთვის, საქართველოს პუტინუკისთვის, ახლახან ჩამოვიდა ვაშინგტონიდან!

დებიძინიზაცია დაიწყო...

თქვენო აღმატებულებავ, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტო, მთელი ევროპა უკვე აგვიანებს, იხელმძღვანელეთ, შეკრიბე მეზობლები, წადით თბილისში!

ეს ხომ ლიეტუვის უსაფრთხოების ინტერესიცაა და არა მარტო ქართველის..." - წერს იუკნევიჩიანე. 

ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.