როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 დეკემბერს

28.12.24 10:43
როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 დეკემბერს

28  დეკემბერს საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლჭყაპია მოსალოდნელი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +7, +12°; მთაში დღისით 0, +5°; მაღალმთაში დღისით -3, +2°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და ნისლი. დასავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +3, +8°; მთაში დღისით  +1, +6°; მაღალმთაში დღისით -3, +2° .

თბილისში ღრუბლიანობის მომატება და ნისლია მოსალოდნელი, ტემპერატურა +7.°