საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე გარკვეული ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

28.12.24 10:56
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე გარკვეული ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.