ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს რესპოდენტმა ქვები დაუშინა

07.09.21 20:12
ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს რესპოდენტმა ქვები დაუშინა

 ფონიჭალაში ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა მოხდა. მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალების გასარკვევად ჩასულ ,,პირველების" გადამღებ ჯგუფს თავს დღეს ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული ალიევის ოჯახის წევრი დაესხა.

,,ნადირობდა თუ არა ,,ქართული ოცნებისთვის" საარჩევნო ხმებზე ტარიელ ალიევი და მისი მამა" - ამ კითხვის გამო ჩვენს ჟურნალისტს ალიევის ოჯახის წევრებმა ქვები დაუშინეს, არადა წყარო ფონიჭალიდან გვიყვება, რომ 18 დაკავებული რეალიზატორიდან ერთ ერთი საპარლამენტო არჩევნებზე ,,ქართული ოცნებისთვის" ხმებს კარდაკარ აგროოვებდა და ხელშეუხებლობის გარანტიას ამით იღებდა.