ტორონტოში ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ტორონტოში, ონტარიოს პარლამენტის წინ ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
საზღვარგარეთ მყოფი ადამიანები კანადის მთავრობას ბიძინა ივანიშვილისთვის და "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის მათ მიერვე დაანონსებული სანქციების დაწესებას ითხოვენ.
პროტესტის ავანგარდში მოქცეული მოქალაქეების გზავნილი კი ერთია - ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები.