ნანკა კალატოზიშვილი: "გამოდით - ერთობა არის მთავარი, რაც ქვეყანას გადაარჩენს"
პროტესტის 31-ე დღე - "ქართული ოცნების" ანტიევროპული პოლიტიკის წინააღმდეგ დღეს პროტესტის ტალღა მთელი საქართველოს მასშტაბით იფეთქებს.
15:00 საათზე, ცოცხალი ჯაჭვი თბილისში, რეგიონებსა და მსოფლიოს ორმოცამდე ქალაქში გაკეთდება. აქცია-პერფორმანს როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე მსახიობები, პოლიტიკოსები, სტუდენტები შეუერთდებიან.
სწორედ დღევანდელი გრანდიოზული პროტესტისთვის, მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ და ერთიანობისკენ მოუწოდებს.
უნდა დავდგეთ ერთად და ერთობა არის მთავარი, რაც გადაარჩენს ამ ქვეყანას, ამიტომ გამოდით, მდინარესთან ჩამოდით, გავერთიანდეთ და დავდგეთ ერთიანი ძლიერი ჯაჭვით. მშრალ ხიდთან ვიკრიბებით, ვახუშტის ხიდთან და ესე", - ამბობს ნანკა კალატოზიშვილი
ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის! - დღეს, 15:00 საათზე, ცოცხალი ჯაჭვი თბილისში, რეგიონებსა და მსოფლიოს ორმოცამდე ქალაქში გაკეთდება.
ცოცხალ ჯაჭვში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ჩაებმებიან და ადამიანები ერთი იდეის გარშემო იქნებიან გაერთიანებული. მშვიდობიანი, მტკიცე პროტესტის ჯაჭვი დედაქალაქში მეტეხის ხიდიდან ვახუშტის ხიდამდე გაკეთდება.
პროტესტის კერა ვახუშტის, თამარ მეფის, ზაარბრიუკენის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, მშვიდობის და მეტეხის ხიდებზე იქნება.