"ჩვენს საქართველოს ერთად უნდა შემოვავლოთ ჯაჭვის პერანგი" - ლევან ლაუდაძე

28.12.24 13:20
"ჩვენს საქართველოს ერთად უნდა შემოვავლოთ ჯაჭვის პერანგი" - ლევან ლაუდაძე

დღეს 15:00 საათზე დაანონსებულ ერთობის ჯაჭვს, მუსიკოსი ლევან ლაუდაძეც უერთდება. როგორც მან "პირველებთან" განაცხადა, აქცია-პერფორმანსი დიდი მნიშვნელობის მატარებელია.

"ჩვენს საქართველოს ერთად უნდა შემოვავლოთ ჯაჭვის პერანგი" - ამბობს მუსიკოსი.

ჩვენს საქართველოს შემოვავლოთ ერთად ჯაჭვის პერანგი. დავიცვათ და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა. არ ვიცი კონკრეტულად, რომელ ლოკაციაზე, სადაც ადგილს ვიპოვი იქ ჩაერთვები ამ ჯაჭვში. გარდა იმისა, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ძალიან ლამაზი სანახაობა'', - ამბობს  ლევან ლაუდაძე.  

ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის! - დღეს, 15:00 საათზე, ცოცხალი ჯაჭვი თბილისში, რეგიონებსა და მსოფლიოს ორმოცამდე ქალაქში გაკეთდება. 

ცოცხალ ჯაჭვში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ჩაებმებიან და ადამიანები ერთი იდეის გარშემო იქნებიან გაერთიანებული. მშვიდობიანი, მტკიცე პროტესტის ჯაჭვი დედაქალაქში მეტეხის ხიდიდან ვახუშტის ხიდამდე გაკეთდება.

პროტესტის კერა ვახუშტის, თამარ მეფის, ზაარბრიუკენის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, მშვიდობის და მეტეხის ხიდებზე იქნება.