ახალგაზრდები ერთობის ჯაჭვისთვის - ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებულები ვაკის პარკთან იკრიბებიან

28.12.24 13:42
ახალგაზრდები ერთობის ჯაჭვისთვის - ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებულები ვაკის პარკთან იკრიბებიან

უწყვეტი პროტესტი გრძელდება - გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებულები ვაკის პარკთან შეიკრიბნენ. ისინი მსვლელობით თამარ მეფის ხიდისკენ გადაინაცვლებენ, სადაც  ერთობის ჯაჭვში ჩაერთვებიან.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია, ისინი ხელახალი არჩევნების დანიშვნას და აქციაზე უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ.

ეს სკოლა არის დაფუძნებული ბატონი გივი ზალდასტანიშვილის მიერ, რომელიც იყო სოლომონ ზალდასტანიშვილის შვილი და ჩვენი პირველი რესპუბლიკისთვის მებრძოლო და ქაქუცა ჩოლოყაშვილზე შეფიცულთაგან ერთ-ერთი და იმ პერიოდის საუკეთესო თაობის და საუკეთესო ნაწილის წარმომადგენელი.

ზუსტად ამ ღირებულებზე არის ეს სკოლა დაფუძნებული, რომლებმაც უკვე წლების განმავლობაში აღზარდა საუკეთესო თაობა, ამ ქვეყნის გულშემატკივრების მთელი თაობა. მე მიხარია, რომ აქ შეკრებილი ადამიანები ვართ კურსდამთავრებულები ამ სკოლის და გამოვხატავთ ერთგულებას, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ და ჩვენი ქვეყნისათვის ისტორიულად მნიშვნელოვანი ოჯახის მიმართ, სადაც საქართველო უნდა დაბრუნდეს.

ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა, კონკრეტული ნაბიჯებით და სანქციებით არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის გამოწვეული, სწორედ იმ ერთთვიანი უწყვეტი გულწრფელი და თვითორგანიზებული პროტესტით, რომელშიც ჩვენ ყველანი ვიყავით ჩართული. ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს", - ამბობს ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებულები საბა ბუაძე.

ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის! - დღეს, 15:00 საათზე, ცოცხალი ჯაჭვი თბილისში, რეგიონებსა და მსოფლიოს ორმოცამდე ქალაქში გაკეთდება. 

ცოცხალ ჯაჭვში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ჩაებმებიან და ადამიანები ერთი იდეის გარშემო იქნებიან გაერთიანებული. მშვიდობიანი, მტკიცე პროტესტის ჯაჭვი დედაქალაქში მეტეხის ხიდიდან ვახუშტის ხიდამდე გაკეთდება.

პროტესტის კერა ვახუშტის, თამარ მეფის, ზაარბრიუკენის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, მშვიდობის და მეტეხის ხიდებზე იქნება.