ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებულებს თსუ-ს სტუდენტები შეუერთდნენ - ახალგაზრდები მარშით თამარ მეფის ხიდისკენ მიდიან
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებულები საპროტესტო მსვლელობით ვაკის პარკიდან დაიძრნენ.
მათ გზად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეურთდნენ და ახლა ერთობლივად თამარ მეფის ხიდისკენ გადაადგილდებიან.
პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ და სწორედ ამ გზით ეტყვიან ხელისუფლებას, რომ გაათავისუფლოს რეჟიმის ტყვეები და დანიშნოს ხელახალი არჩევნები.