თავისუფალი ბიზნესების განცხადების ხელმომწერთა რაოდენობა 2400-ს გადასცდა
თავისუფალი ბიზნესების განცხადებაზე ხელმომწერთა რაოდენობა საათობრივად იზრდება. ბოლო მონაცემებით, ბიზნესოპერატოების რაოდენობა, ვინც ადამიანების წამებას გმობს და ახალ არჩევნებს ითხოვს, უკვე 2402-ს მიაღწია.
არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რაც გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების რაც შეიძლება სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების განმავლობაში დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე განთავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისმგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას", - წერია განცხადებაში.
ხელმომწერი ბიზნესების ნახვა შეგიძლიათ ვებგვერდზე.