მშვიდობის ხიდთან სპეცრაზმია მობილიზებული
მშვიდობის ხიდთან სპეცრაზმელების უპრეცედენტო მობილიზებაა - შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები კაზინო "შანგრილასთან" არიან განლაგებულები.
"ტვ პირველისთვის" მოწოდებული კადრებით ირკვევა, რომ გომელაურის უწყების წარმომადგენლები ადგილზე მინიმუმ 6 მანქანით მიიყვანეს და დააბანაკეს.
ცნობისთვის, დღეს საქართველოსთვის ერთობის ჯაჭვი გაკეთდება - 15:00 საათზე, ცოცხალი ჯაჭვი თბილისში, რეგიონებსა და მსოფლიოს ორმოცამდე ქალაქში გაკეთდება.
ცოცხალ ჯაჭვში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩაებმებიან და ადამიანები ერთი იდეის გარშემო გაერთიანდებიან. მშვიდობიანი, მტკიცე პროტესტის ჯაჭვი დედაქალაქში მეტეხის ხიდიდან ვახუშტის ხიდამდე გაკეთდება.
პროტესტის კერა ვახუშტის, თამარ მეფის, ზაარბრიუკენის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, მშვიდობის და მეტეხის ხიდებზე იქნება.