ბარათაშვილის ხიდზე ქართველი ხალხის უპრეცედენტო ერთობაა
ბარათაშვილის ხიდზე ქართველი ხალხის უპრეცედენტო ერთობაა - ამ წუთებში ევროპული მომავლის მცველები ცოცხალ ჯაჭვში დგებიან და სწორედ ამ ფორმით ხელისუფლების ანტიევროპულ პოლიტიკას აპროტესტებენ.
ერთობის ჯაჭვი დღეს მხოლოდ თბილისში ექვს-ნახევარ კილომეტრზე გადაიჭიმება. ხალხი მთელს მსოფლიოს უჩვენებს, რომ ქვეყანას მართავს რეჟიმი, რომელიც არ გამოხატავს ხალხის ნებას.
ეს არის ერთიანობის, სიძლიერის, მთელი მსოფლიოსთვის განაცხადი, რომ საქართველო არ ეგუება, საქართველოს მოსახლეობაა რის ევროპული. ყველა ხიდი არის ძალიან ემოციური, ლამაზი და მნიშვნელოვანი. მთელი მსოფლიო ხედავს, რომ საქართველოს მოსახლეობა არის ევროპული, მშვიდობიანი, მებრძოლი და არ აპირებს რუსულ რეჟიმთან შეგუებას, ამის განაცხადია, მართლა 31-ე დღე არის ძალიან მძიმე ბრძოლის. ჩვენი ვალია ბოლომდე მივიყვანოთ ბრძოლა'', - ამბობს ელენე ხოშტარია.