კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის ტყუპი ახალშობილების მდგომარეობა კვლავ მძიმეა
კორონავირუსით გარდაცვლილი ახალნამშობიარები ქალის ტყუპი შვილების მდგომარეობა მძიმეა. კოვიდინფიცირებული ახალშობილები ქუთაისში კლინიკა "ბომონდის" რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ. ორივე მათგანი მართვით სუნთქვაზეა.
ორივე ახალშობილის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, მძიმე იყო. როგორც კი დაფიქსირდა, რომ ახალშობილებიც იყვნენ ინფიცირებული, თანდათანობით მათი მდგომარეობა დინამიკაში მკვეთრად გაუარესდა. ერთ-ერთის მდგომარეობა რჩება უკიდურესად მძიმე, რადგან პნევმონიის სურათი მარჯვენა ფილტვში არის მთლიანად მოცული, მარცხნივ ნაწილობრივად ნახევარი", - ამბობს ექიმი.
ჩვილი ბავშვების დედა რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით დაიღუპა.