ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის - მეტეხის ხიდი მებრძოლი მოქალაქეებით არის გადავსებული
თბილისში, მეტეხის ხიდი თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეებით არის გადავსებული - ადამიანები ადგილზე ხელიხელჩაკიდებულები დგანან და ცოცხალი ჯაჭვით დამოუკიდებელ პროტესტს გამოხატავენ.
მოქალაქეები, რომლებიც ამ წუთებში მეტეხის ხიდზე დგანან, გეგმავენ, რომ ერთობის ჯაჭვი მშვიდობის ხიდამდე გადაჭიმონ.
ამ წუთებში პროტესტის კერა ვახუშტის, თამარ მეფის, ზაარბრიუკენის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, მშვიდობისა და მეტეხის ხიდებზეა.