თამარ მეფის ხიდზე სპეციალური დანიშნულების რაზმების უპრეცედენტო მობილიზებაა

28.12.24 15:23
თამარ მეფის ხიდზე სპეციალური დანიშნულების რაზმების უპრეცედენტო მობილიზებაა

თბილისში, თამარ მეფის ხიდზე სპეციალური დანიშნულების რაზმების უპრეცედენტო მობილიზებაა - "ხარებას" რაზმის წევრებს სპეციალური აღჭურვილობა აცვიათ და ავტობუსებში არიან განთავსებულები. 

ამის პარალელურად, თამარ მეფის ხიდზე მოქალაქეებს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული და "ქართული ოცნებისგან" რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

პროტესტის კერა ვახუშტის, თამარ მეფის, ზაარბრიუკენის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, მშვიდობისა და მეტეხის ხიდებზეა.