ქართველები ევროპული მომავლისთვის - გალაქტიონის ხიდზე თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეები განლაგდნენ
თბილისში პროტესტის ტალღა აგორდა - სხვა საკვანძო ხიდებთან ერთად, მოქალაქეების უპრეცედენტო რაოდენობაა გალაქტიონის ხიდზეც.
როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპონდენტი იტყობინება, ევროპული მომავლის მცველები ადგილზე ვერ დაეტივნენ და სანაპიროზე გაიშალნენ. ერთობის ჯაჭვი ხიდიდან დიდამდეა გადაჭიმული.
პროტესტის კერა ვახუშტის, თამარ მეფის, ზაარბრიუკენის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, მშვიდობისა და მეტეხის ხიდებზეა.