გმირთა მოედნიდან თამარ მეფის ხიდის ბოლომდე მოქალაქეების ცოცხალი ჯაჭვია

28.12.24 15:30
გმირთა მოედნიდან თამარ მეფის ხიდის ბოლომდე მოქალაქეების ცოცხალი ჯაჭვია

გმირთა მოედნიდან თამარ მეფის ხიდის ბოლომდე მოქალაქეებს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული - თამარ მეფის გამზირზე გადაიკეტა ორმხრივი მოძრაობა.

აქცია-პერფორმანსით მოქალაქეები ქვეყანაში შექმნილ ვითარებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხელახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი ცოცხალ ჯაჭვს შეუერთდა. როგორც მან "პირველებთან" განაცხადა, აქ მისი ფასეულობების და თავისუფლების დასაცავად დგას.

მე აქ ვდგავარ ჩემი ფასეულობებისთვის, ყველა აქ არის გამოსული ადამიანობისთვის ის, რომ ადამიანობა უნდა შენარჩუნდეს ამ ქვეყანაში და ვერავინ ვერ წაგვართმევს ქართველ კაცს პირველ რიგში ადამიანობას, თავისუფლებას და სამართალს. ამის გამო არის ხალხი გამოსული'', - ამბობს გიორგი ბაჩიაშვილი.