ევროპული მომავლის მცველებმა ცოცხალი ჯაჭვი ვახუშტის ხიდზეც გააკეთეს - ადგილზე ამირან გამყრელიძეც იმყოფება

28.12.24 15:35
ევროპული მომავლის მცველებმა ცოცხალი ჯაჭვი ვახუშტის ხიდზეც გააკეთეს - ადგილზე ამირან გამყრელიძეც იმყოფება

ევროპული მომავლის მცველებმა ცოცხალი ჯაჭვი ვახუშტის ხიდზეც გააკეთეს - ადგილზე NCDC-ის ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძე იმყოფება. 

როგორც მან "პირველებთან" განაცხადა, ერთობის ჯაჭვში სწორედ იმის გამო დგას, რომ შვილების თაობას ევროპული და ნათელი მომავალი ჰქონდეთ. 

ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობიანი პროტესტის. თბილისის 7 მთავარ ხიდზე ერთობის ჯაჭვია. ანუ, საქართველო ერთიანია. ქვეყანა ევროატლანტიკურ მომავალს ვერ და არ გადაუხვევს. 2008 წელს იყო პროტესტი რუსეთის იარაღით შემოჭრასთან დაკავშირებით. ნამდვილი ომი დღესაც არის. ჩემი სამოქალაქო ვალდებულებაა. ჩვენ ვშრომობთ იმისთვის, რომ ახალგაზრდობას უფრო ნათელი მომავალი, ევროპული მომავალი ჰქონდეთ. სწორედ ამის გამო ვარ აქ", - ამბობს ამირან გამყრელიძე.