"არავის ეშინია, იქით ეშინოდეს "ოცნებას" ქართველი ხალხის" - აქციის მონაწილე
"არავის ეშინია, იქით ეშინოდეს "ოცნებას" ქართველი ხალხის" - ამის შესახებ საპროტესტო აქციის მონაწილემ ცოცხალი ჯაჭვიდან განაცხადა.
ევროპული მომავლის მცველმა საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა და ივანიშვილის გუნდს რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა მოსთხოვა.
ვითხოვთ ტყვეების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს. მხოლოდ და მხოლოდ. არავის ეშინია, იქით ეშინოდეთ ქართველი ხალხის'', - ამბობს აქციის მონაწილე
ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის - ამ წუთებში პროტესტის კერა ვახუშტის, თამარ მეფის, ზაარბრიუკენის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, მშვიდობისა და მეტეხის ხიდებზეა.