"ჩვენ არ ვიღლებით" - გალაქტიონის ხიდზე გაკეთებულ ცოცხალ ჯაჭვში ეკა გიგაურიც ჩადგა

28.12.24 15:52
"ჩვენ არ ვიღლებით" - გალაქტიონის ხიდზე გაკეთებულ ცოცხალ ჯაჭვში ეკა გიგაურიც ჩადგა

გალაქტიონის ხიდზე გაკეთებულ ცოცხალ ჯაჭვში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელი, ეკა გიგაურიც ჩადგა. 

მესამე სექტორის წარმომადგენელი "პირველებთან" ამბობს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე უწყვეტი პროტესტი დასტურია იმისა, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეები დანებებას არ აპირებენ. 

ყველანი ერთად ვართ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლაში და როდესაც ასეთი ერთობაა, წარმოუდგენელია ეს ბრძოლა წავაგოთ. მგონია, რომ მნიშვნელოვანია, რომ ხალხი არ იღლება. რა თქმა უნდა, ეს პერფორმანსი და ასეთი ტიპის აქციები არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმისთვის რომ ვიზუალურადაც ვანახოთ ყველას, რომ ჩვენ არ ვიღლებით'', - ამბობს ეკა გიგაური.