"აქ ჩემი ფასეულობების და თავისუფლების დასაცავად ვდგავარ" - გიორგი ბაჩიაშვილი თამარ მეფის ხიდზეა

28.12.24 15:56
"აქ ჩემი ფასეულობების და თავისუფლების დასაცავად ვდგავარ" - გიორგი ბაჩიაშვილი თამარ მეფის ხიდზეა

თამარ მეფის ხიდზე გაკეთებულ ცოცხალ ჯაჭვში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილიც ჩადგა. 

როგორც მან "პირველებთან" განაცხადა, აქ მისი ფასეულობების და თავისუფლების დასაცავად დგას.

მე აქ ვდგავარ ჩემი ფასეულობებისთვის, ყველა აქ არის გამოსული ადამიანობისთვის. ის, რომ ადამიანობა უნდა შენარჩუნდეს ამ ქვეყანაში და ვერავინ ვერ წაგვართმევს თავისუფლებას და სამართალს. ამის გამო არის ხალხი გამოსული'', - ამბობს გიორგი ბაჩიაშვილი.