მოქალაქეებმა ბათუში ოთხ-კილომეტრიანი ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს
ბათუში ოთხ-კილომეტრიანი ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. უამინდობის მიუხედავად, მოსახლეობა ქუჩაში მაინც გამოვიდა და ამ ფორმით გამოხატა საკუთარი პროტესტი ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია, ისინი ახალი არჩევნების დანიშვნას და უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ.
ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის - ამ წუთებში პროტესტის კერა ვახუშტის, თამარ მეფის, ზაარბრიუკენის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, მშვიდობისა და მეტეხის ხიდებზეა.
მოქალაქეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და სწორედ ამ ფორმით აპროტესტებენ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას.