არასდროს არ დავნებდებით, სანამ არ გავიმარჯვებთ ბოლომდე - თარხნიშვილი

28.12.24 16:09
არასდროს არ დავნებდებით, სანამ არ გავიმარჯვებთ ბოლომდე - თარხნიშვილი

ზაარბრიუკენის ხიდზე რიგითი მოქალაქეების გარდა, მსახიობებიც იმყოფებიან - ევროპული მომავლის მცველების მიერ გაკეთებულ ცოცხალ ჯაჭვში ვანიკო თარხნიშვილიც ჩადგა.

როგორც მან "პირველებთან" განაცხადა, ქართველი ხალხი არასდროს დანებდება და იქამდე იბრძოლებს, სანამ საბოლოოდ არ გაიმარჯვებს".

არასდროს არ დავნებდებით, სანამ არ გავიმარჯვებთ ბოლომდე. ამას აჩვენებს ერთიანობაც. იმედიანად ვართ", - ამბობს ვანიკო თარხნიშვილი.

ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის - ამ წუთებში პროტესტის კერა ვახუშტის, თამარ მეფის, ზაარბრიუკენის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, მშვიდობისა და მეტეხის ხიდებზეა.  

მოქალაქეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და სწორედ ამ ფორმით აპროტესტებენ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას.